რეზონანსი
(17.06.2024)

"სო­სო­ი­ას“ ეკ­რან­ზე გამ­ცო­ცხლე­ბე­ლი - დი­დე­ბუ­ლი მხატ­ვა­რი და შე­სა­ნიშ­ნა­ვი ადა­მი­ა­ნი, ბა­ტო­ნი გელა ჭი­ჭი­ნა­ძე 76 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. წუ­ხელ, გვი­ან ღა­მით გავრცელდა მისი ქა­ლიშ­ვი­ლის - ქრის­ტო ჭი­ჭი­ნა­ძის "ფე­ის­ბუქსტა­ტუ­სი" - მამა გარ­და­იც­ვა­ლა. 

ვის არ ახ­სოვს ნო­დარ დუმ­ბა­ძის "მე ვხე­დავ მზეს“ მი­ხედ­ვით გა­და­ღე­ბუ­ლი კი­ნო­რე­ჟი­სორ ლანა ღო­ღო­ბე­რი­ძის მხატ­ვრუ­ლი ფილ­მი "მე ვხე­დავ მზეს“ და მისი მთა­ვა­რი გმი­რე­ბი ხა­ტია და სო­სო­ია და ეკ­რან­ზე მათი გამ­ცო­ცხლე­ბელ­ნი: ულა­მა­ზესი ლე­ი­ლა ყი­ფი­ა­ნი და ძა­ლი­ან სიმ­პა­თი­უ­რი გელა ჭი­ჭი­ნა­ძე. არც ერთი იყო მსა­ხი­ო­ბი და არც - მე­ო­რე, მაგ­რამ ორი­ვე მათ­გა­ნი გა­მორ­ჩე­უ­ლად შე­იყ­ვა­რა მა­ყუ­რე­ბელ­მა.

"სად მი­დი­ხარ, შენ, ჩემი სოფ­ლის შა­რაგ­ზაო, და საით მიგ­ყავს ჩემი სო­ფე­ლი. გახ­სოვს? ერთ დღეს შენ წა­მარ­თვი ყვე­ლა­ფე­რი, რაც გა­მაჩ­ნდა ამ ქვე­ყა­ნა­ზე. მე გთხო­ვე მა­შინ, შა­რაგ­ზაო, და შენ და­მიბ­რუ­ნე, რაც შე­გეძ­ლო, და მე მად­ლი­ე­რი ვარ შენი“, - ამ­ბობს ფილმში ნო­დარ დუმ­ბა­ძის სო­სო­ია და მი­დის "უსას­რუ­ლოდ“...

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე