რეზონანსი
(12.06.2024)

რუსთავში, მესხიშვილის გამზირზე ხმაური იყო. სიტყვიერი დაპირისპირებაში, რომელიც შემდეგ ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა, 20-მდე ადამიანი მონაწილეობდა. ადგილზე გამოიძახეს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.

სამართალდამცავების გამოჩენას დაპირისპირებაში მონაწილე პირების გაღიზიანება მოჰყვა.

რამდენიმე ადამიანმა პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწიეს და სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის დაუმორჩილებლობისთვის 2 ადამიანი დააკავეს.

ინფო რუსთავი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე