რეზონანსი
(21.07.2023)

39 წლის ასაკში გარდაიცვალა მარიკუნა მიქატაძე, მსახიობ გია ფერაძისა და ირინა მიქატაძის ქალიშვილი. გავრცელებული ინფორმაციით, მარიკუნა საბერძნეთში იმყოფებოდა და სწორედ იქ გარდაიცვალა, გარდაცვალების ზუსტი მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა გავრცელებული ვერსიით მან ხერხემლის მძიმე დაზიანება მიიღო და სწორედ ეს გახდა გარდაცვალების მიზეზი.

მარიკუნა მიქატაძე სამშობლოში უკვე ჩამოასვენეს. ცხედარს აეროპორტში ოჯახის წევრები და მეგობრები დახვდნენ. პანაშვიდები გაიმართება პარასკევს და შაბათს, შარტავას 18 ბ-ში. დაკრძალვა კი არის კვირას 15:00სთ-ზე, ამაღლების ეკლესიიდან.

მარიკუნას ემშვიდობება მისი ქალიშვილი, ირინა ქიქოძე.

„დე, გემშვიდობები... თუმცა, ამას ვერასდროს შევძლებ“, - დაწერა გოგონამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე