რეზონანსი
(20.07.2023)

ასტროლოგი ქეთი ვაწაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას აფრთხილებს.

,,ჩემო მეგობრებო, ჯგუფის წევრებო, ადრეც დავწერე ეს გაფრთხილება და ახლაც მინდა შეგახსენოთ, - მაქსიმალური ყურადღება ბავშვებს! მუდმივი მეთვალყურეობა… სულ თვალთახედვის არეში უნდა გყავდეთ, მით უფრო უახლოესი თვეების მანძილზე, სანამ ლილიტი ლომს არ დატოვებს (ლომი, ამ შემთხვევაში ბავშვებია).

უბედური შემთხვევებისგან არასდროს ვართ დაცულნი, მაგრამ წელს, ეს ბავშვების თემა ძალიან გააქტიურდა ნეგატიური კუთხით, რასაც ეს ლილიტის ტრანზიტი ლომში უწყობს ხელს. თქვენც ხედავთ ყოველდღიურად რაც ხდება.

თქვენი ახლობლებიც გააფრთხილეთ... ეს არ არის პანიკის საფუძველი, თუმცა ყურადღება ყველას გვმართებს

ბედნიერ, მზიან დღეებს გისურვებთ", - წერს ასტროლოგი სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე