რეზონანსი
(19.07.2023)

სამ­ტრე­დი­ა­ში უბე­დურ შემ­თხვე­ვას 4 წლის ბავ­შვი ემსხვერ­პლა. შემ­თხვე­ვა 12 ივ­ლისს მოხ­და.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვი ეზო­ში არ­სე­ბულ ორ­მო­ში ჩა­ვარ­და. ის ქუ­თა­ის­ში კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

ამ ამბავს სოციალურ ქსელში ემიგრანტების იმედი - შოთო სიხარულიძე გამოეხმაურა და ოჯახს დიდი ტრაგედია მიუსამძიმრა.

„გარდაიცვალა 4 წლის ანდრია ხარებავა გლოვობს ჩემი სამტრედია...

ღმერთო, გააძლებინე მის მშობლებს...

გლოვობს სამტრედია 4 წლის ანდრიას..

გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ, ახლად შესვენებული ანდრია.

ღმერთმა მისცეს მის დედას გამძლეობა, ამ ტკივილს გაუძლოს.. როგორ იტანჯე.... მშვიდად განისვენე, უკვე უფალთან ხარ... მისი სული ავიდა ანგელოზთა დასში.

უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი.

„შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს სრულიად სამტრედიას ოჯახსა და ახლობლებს. ღმერთმა ნათელში ამყოფოს პატარა უმანკო ანგელოზის ლამაზი სული

(ის იწვა მშვიდი, ისეთი მშვიდი თითქოს მხოლოდ 4 წელი არ იცხოვრა ამქვეყნად....

თითქოს იმქვეყნად ელოდნენ და იცოდა სად მიდიოდა...)

(ის იმდენად ლამაზი იყო, სანთლებთან ერთად ანათებდა...

ემიგრანტებმა ახლა გაიგეს 4 წლის პატარა სამტრედიელის მზის ჩაქრობის ამბავი...

ის კი იწვა, ლამაზი, ლამაზი, ლამაზი, ღმერთო ჩემო, როგორი ლამაზი და ანათებდა... „ყვავილების მდინარეს კუბო სამტრედიაში ცისკენ მიჰქონდა".

როცა გტკივა, ტკივილის მიღმა სხვა არაფრის დანახვა არ გინდათ... როცა ტკივილი სულს გიღრღნის, გძულს მთელი სამყარო... სიცოცხლე გაგიმწარდა, დაგიმახინჯდა.... უცხონი ხდებიან ადამიანები... როცა გტკივა, უსაშველობამდე...არაფერიც არ შეიცვლება უკეთესობისკენ... ტკივილი ის ხიდია, რომლიდანაც შეგიძლია გადახტე და თვითშეცოდების მდინარეში მოიკლა თავი და ის ხიდიცაა, ცხოვრების მორევზე რომ გადახვიდე. პატარა ანდრიას ზეცაში ჩაიხუტებს და მოუვლის სამოთხის ანგელოზები.... "

ემიგრანტებო დავმუნჯდი მე ამ ტკივილს რომელსაც სახელი არ აქვს უზომო და უკიდეგანო სიმწარეა მხოლოდ... ცხოვრება უცებ დიდ კოშმარად დაუსრულებელ ჯოჯოხეთად ექცათ მშობლებს", - წერს შოთო სიხარულიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე