რეზონანსი
(18.07.2023)

როგორც გაირკვა, მსახიობ გიორგი ყიფშიძის ყოფილი მეუღლე, ენი გასიევა ამჟამად დაქალთან ცხოვრობს, სადაც შვილების მიყვანას ვერ ახერხებს.

„გიორგიმ ეს კადრები რომ ნახა მისთვის შოკი იყო… ბევრ რამეს არ ვიმსახურებდი… შვილები დავტოვე, რადგან კვირა-ნახევარია, რაც წამოვედი იმ სახლიდან, ვცხოვრობ დაქალთან, იქ ბავშვებს ვერ წავიყვან, რადგან ბავშვები არ უყვარს და რა ვქნა?

გიორგი დღემდე ძალიან მიყვარს, მან მითხრა, შენ რა ქალი ხარ, შვილები დაყარე…”, –  საუბრობს ენი გასიევა გადაცემა  „ფარული კონვერტში”, რომელიც სრული ვერსიაც ეთერში მალე გავა.

ცნობისთვის, გიორგი ყიფშიძე ენისთან მესამე ქორწინებაში იმყოფებოდა. მსახიობს სამი ქორწინებიდან ოთხი შვილი ჰყავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე