რეზონანსი
(17.07.2023)

მუსიკოს-შემსრულებელი ხვიჩა მაღლაკელიძე ბოლო დროს, მისი რუსეთში, კერძოდ მოსკოვში, მეგობრის, ბადრი კოღუაშვილის შვილის დაბადების დღეზე ჩასვლის გამო, ბულინგის მსხვერპლი გახდა. ამის გამო, გარდა საზოგადოების გარკვეული ნაწილის ლანძღვისა, რამდენიმე უახლოესი მეგობრისგან საკმაოდ ცუდი პირადი შეტყობინებაც მიიღო.

"ამხელა რეზონანსი გამოიწვია ერთმა პატარა ვიდეომ, რომელიც სოციალურ ქსელში დაიდო. მე ჩემთან სტუდიაში, კაბინეტში მიკიდია აფიშა, სანკტ-პეტერბურგში რომ მქონდა სოლო კონცერტი 2018 წელს. მილიონი ჟურნალისტია ჩემთან ნამყოფი და არავის გასჩენია კითხვა და წარბაწეულს არ უკითხავს: ეუჰ, რა გინდოდა შენ მანდო. მე დავდივარ ყველგან.

დიახ, ვიყავი რუსეთში, მაგრამ რუსეთი ოკუპანტია და პუტინ „ხუილო“! მე, პუტინისა და პოლიტიკის გამო იქ არ ჩავსულვარ. ეს ერთი, მეორე – ამ ადამიანმა კი არა, ნებისმიერმა ჩემმა ქართველმა მეგობარმა, სადაც არ უნდა დამიძახოს, თვალდახუჭული წავალ და თვალდახუჭული გავაკეთებ, რომ ის იყოს კომფორტში, უხერხულად არ იგრძნოს თავი.

ყველაზე მეტად მატკინა გული ორი ახლობელი, მეგობარი ადამიანის მონაწერმა პირადში. ძალიან გაბრაზებულმა მომწერეს ცუდი რაღაცები და დამბლოკეს. იმდენად არის ხალხი პოლიტიზებული და ამ დროს გარტყმაში არ არიან, არც კი იციან, რას წერენ.

დამიჯერეთ, აბსოლუტურად არ ველოდი ასეთ რეაქციებს. კიდევ ვამბობ, ხშირად მაქვს ასეთი ვიზიტები, არა რუსთან, არა პუტინთან არამედ ჩემს ქართველებთან. სავარაუდოდ, სოსოს ფაქტორმა გამოიწვია ეს აგრესია, „სამშობლოს“ რომ მღეროდა. არადა, მე იმ დროს, გატიალებული მთვრალი, დინამიკთან ვიჯექი და ვქეიფობდი.

დილიდან დავიწყე სულ სხვა „სასტავში“ ქეიფი და რესტორანში მთვრალი მივედი, თუ მახსოვდეს იქ ვინ იჯდა, მე მოვკვდე (იცინის). ერთმა ჟურნალისტმა დამირეკა მოსკოვში, ავიღე ყურმილი და ისეთი გვარები ჩამომითვალა, ვუთხარი: ვაიმე, მართლა არ მახსოვს და თუ შენ მეუბნები, დაგიჯერებ-მეთქი", - განუცხადა "თბილისელებს" მომღერალმა.

"თბილისელები"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე