რეზონანსი
(17.07.2023)

14 ივ­ლისს გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ მსა­ხი­ობ გია ფე­რა­ძის ქა­ლიშ­ვი­ლი მა­რი­კუ­ნა მი­ქა­ტა­ძე გარ­და­იც­ვა­ლა. აქამ­დე უც­ნო­ბი იყო, კონ­კრე­ტუ­ლად რო­გორ, რა ვი­თა­რე­ბა­ში გარ­და­იც­ვა­ლა ახალ­გაზ­რდა ქალი, თუმ­ცა ცნო­ბი­ლია ის, რომ მა­რი­კუ­ნა სა­ბერ­ძნეთ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. გარ­დაც­ვლი­ლის ბიძა ილია ფე­რა­ძე "ამბებთან" საუ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ ბოლო დროს ძმის­შვილ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არ ჰქო­ნია, მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­რი­კუ­ნას სა­ქარ­თვე­ლო­ში ოთხშა­ბათს ჩა­მო­ას­ვე­ნე­ბენ.

"ყვე­ლა­ფე­რი "ფე­ის­ბუ­ქი­დან" გა­ვი­გე, ერთი რამე რაც ვიცი, მა­რი­კუ­ნას ოთხშა­ბათს ჩა­მო­ას­ვე­ნე­ბენ. რა იქ­ნე­ბა, პა­ნაშ­ვი­დე­ბი, რო­გორ იქ­ნე­ბა, არ ვიცი, სამ­წუ­ხა­როდ, ის ცალ­კე, თა­ვის­თვის ცხოვ­რობ­და და ჩემს ოჯახ­თან არ ჰქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა.

ბი­ძი­ნა გარ­კვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო არ იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში, შორს მუ­შა­ობ­და. დას­თან არც ჩვენ გვაქვს ურ­თი­ერ­თო­ბა. რო­გორც ვიცი, ოთხშა­ბათს ჩა­მო­ას­ვე­ნე­ბენ. გულ­გა­ხეთ­ქი­ლი ვარ, ჩემი ძმის­შვი­ლი იყო, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, ბოლო დროს არ გვქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა.

მა­რი­კუ­ნა ორ­ჯერ იყო და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი, პირ­ვე­ლი მე­უღ­ლის­გან გო­გო­ნა ჰყავს.

საბერძნეთში თა­ვი­სი მე­გობ­რის ოჯა­ხის მიწ­ვე­ვით იყო.

გარდაცვალების დეტალებთან დაკავშირებით არაფერი ვიცი, იმის გარ­და, რაც სა­ჯა­როდ იწე­რე­ბა." - ამბობს ილია ფე­რა­ძე.

მსა­ხი­ობ გია ფე­რა­ძეს ოთხი შვი­ლი ჰყავ­და. მა­რი­კუ­ნა მი­ქა­ტა­ძე მას მე­სა­მე მე­უღ­ლის­გან, ირი­ნა მი­ქა­ტა­ძის­გან შე­ე­ძი­ნა. მა­რი­კუ­ნა მცი­რე­წლო­ვა­ნი იყო, რო­დე­საც დე­დის გა­რე­შე დარ­ჩა, რის მე­რეც ბა­ბუ­ამ და ბე­ბი­ამ - ჯუნა მი­ქა­ტა­ძემ და მის­მა მე­უღ­ლემ მა­რი­კა საყ­ვა­რე­ლი­ძემ შვი­ლად აიყ­ვა­ნეს და გა­ზარ­დეს.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე