მსახიობ გია ფერაძის შვილი მარიკუნა მიქატაძე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ის საბერძნეთში დასასვენებლად იმყოფებოდა. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
მომღერალი ნატალია ქუთათელაძე ბავშვობის მეგობარს ემოციურად ემშვიდობება.
„ჩემი ბავშვობა, ჩემი ყველაზე მკაფიო მოგონებები, რომელიც დაკავშირებულია ყველაფერთან, რაც მაშინ ჩემთვის აკრძალული იყო ან დაუშვებელი ან უბრალოდ ასაკთან შეუფერებელი, დილამდე გაუჩერებელი სიცილი, საფრთხის შეგრძნება, თან ამ დროს ინტერესი, რისკიანობა, წვერში გატარებული ზაფხულები.ამავე დროს მარიკა და ჯუნა, სიყვარულის მორევი, ზრუნვა, მოფერება, სიმღერა, ჯუნას ჯუჯღუნი,ღამე დარჩენის გამო გაცდენილი სკოლა, მერე უცებ ჩვენი დასჯა, მარიკას ულამაზესი ხელები, ცისიას წვალება, გაუთავებელი ცეკვა, მუსიკა აღრიალებული ყველგან, მუდმივად შეყვარებული ბიჭები, მერე ჩხუბი, ყვირილი, მერე ისევ სიცილი, სიგიჟე, ბრაზი, მერე ისევ სიცილი, ჩახუტება ... აი ეს ყველა სიტყვა და ემოცია უკავშირდება ჩემს
მოგონებებს მარიკუნასთან.
დიდხანს მეგონა ალბათ იგონებს რაღაცას და გვაგიჟებსთქო. თან გიბრაზდები და თან გული მისკდება!!! ერთი კი დანამდვილებით ვიცი, იქით ის ადამიანები გელოდებიან ვისაც შენ ყველაზე მეტად უყვარხარ!", - წერს სოციალურ ქსელში ნატალია ქუთათელაძე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე