რეზონანსი
(03.07.2023)

„მწვანეთა პარტიის" თავმჯდომარე, გია გაჩეჩილაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ უკრაინაში კახოვკის კაშხლის აფეთქება გავლენას ვერ იქონიებს საქართველოში შავი ზღვის წყლის ხარისხზე.

„უკრაინაში კახოვსკის კაშხალის აფეთქება გავლენას ვერ იქონიებს საქართველოს შავი ზღვის წყლის ხარისხზე!

• კახოვსკის კაშხლის აფეთქების შემდეგ მდ. დნეპრის მიერ შავ ზღავში ჩატანილი ნივთიერებები საქართველოში შეილება მოხვდეს მხოლოდ შავ ზღვაში არსებული დინებებით, რაც ნაკლებად სავარაუდოა:

• შავ ზღვაში ნივთიერებების გადატანა ძირითადად საათის ისრის საწინააღმდეგოდ მოძრავი დინებების საშუალებით ხდება. მდ. დნეპრის შესართავიდან საქართველომდე სანაპირო ზოლის სიგრძე 2100 კილომეტრამდეა. ზღვის მთავარმა დინებამ ჯერ უნდა გაიაროს რუმინეთის, ბულგარეთის და თურქეთის წყლები და მერე შემოვიდეს საქართველში.

• შავი ზღვის დინებები სუსტია, ძირითადი დინების საშუალო სიჩქარე 0,4 მეტრია წამში (1,4 კმ/სთ), ანუ კახოვსკის დაბინძურებულმა წყალმა საქართველომდე, რომ მოაღწიოს მინიმუმ 2 თვე მაინც დაჭირდება! თუმცა ეს საქართველოს სანაპირო ზოლს მაინც ვერ შეეხება, რადგან ნაკადი მოძრაობს სანაპიროდან 3-7 კილომეტრის დაშორებით! რაც შეეხება უშუალოდ სანაპირო ზოლს აქ დინების სიჩქარე კიდევ უფრო დაბალია, დაახლოებით 0,1-0,2 მეტრი წამში (0,6 კილომეტრი საათში) და დაბინძურებული წყლის აქამდე მოღწევას მინიმუმ 6 თვე მაინც მოუნდება!

• ამასთან ერთად, დამაბინძურებელი ნივთიერებების უმეტესი ნაწილი უკრაინის სანაპირო რაიონებში ფსკერზე დაილექა. დარჩენილი ნაწილის ზღვაში მიმდინარე თვითგაწმენდის ქიმიური და ბიოლოგიური პროცესებისა და ზღვის სუფთა წყალთან ინტენსიური შერევით დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაცია მნიშვნელოვნად შემცირდება (დინების სიგანე ზღვაში 40-60 კილომეტრია).

• ასე, რომ კახოვსკის წყლებმა რამდენიმე თვეშიც რომ მიაღწიოს საქართველომდე, მათი შემადგენლობა პრაქტიკულად უსაფრთხო იქნება და სანაპიროდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით იმოძრავებს!

• რაც შეეხება ზღვის ღელვის დროს ტალღებით სანაპირო ზოლზე დამაბინძურებელი ნივთიერებების შემოტანას ესეც ნაკლებად სავარაუდოა, განსაკუთრებით საკურორტო სეზონში, რადგან ღელვის ინტენსიობა მაქსიმუმს გვიან შემოდგომასა და ზამთარში აღწევს!

აქედან გამომდინარე, არ არსებობს საფუძველი საქართველოს ზღვის სანაპიროს კახოვსკის კაშხლის აფეთქებით წყლებით დაბინძურებისა და შეგიძლიათ უპრობლემოდ დაისვენოთ!" - წერს გაჩეჩილაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე