რეზონანსი
(01.07.2023)
მცხეთაში დაკარგული 5 წლის ბავშვი იპოვეს. ინფორმაციას ოჯახის წევრები და ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ და წერენ, რომ ის "კარგად არის".
ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.
„დედამისს გაექცა თვალსა და ხელს შუა. ისეთი სისწრაფით გაიქცა, დედამ ვეღარ დაინახა საით წავიდა. მასე იცოდა გაქცევა... ძლივს იჭერდა ეს ქალი,“ - წერდა ოჯახის ახლობელი სოციალურ ქსელში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე