მესამე კურსის სტუდენტის ტრაგიკულად გარდაცვალების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. „მეტრონომის" ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელსაც ლიკა ოკიჯანოვა ემხსვერპლა, ლატვიაში მოხდა.
ლიკა ოკიჯანოვა ლატვიაში გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდა და მას ავტომობილი დაეჯახა.
გოგონას ემოციურად ემშვიდობებიან:
„ლიკუ, ჩვენო პატარა, ტკბილო და თბილო გოგო. მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად აღარ ხარ ჩვენს გვერდით, შენ მუდმივად იცხოვრობ ჩვენს გულებში და ამით ოდნავ მაინც შევიმსუბუქებთ შენი არყოფნით გამოწვეულ მოუშუშებელ ტკივილს.
ლიკუ, შენი გავლენა სცილდება დროისა და სივრცის საზღვრებს და ნუგეშს ჩვენს საერთო მოგონებებში ვპოულობთ. მიუხედავად ასეთი ძლიერი მონატრებისა, მადლიერები ვართ იმ მოგონებებისთვის, რაც გვქონდა და დაგვიტოვე.
ვიმედოვნებთ იქ, სადაც ხარ, ამ გარემოზე ბევრად უკეთესია და შენნაირ პატარა ანგელოზებთან ერთად ხარ"
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე