გიორგი ყიფშიძის ყოფილი მეუღლე, ენი გასოევა „დღის პოსტს“ ესტუმრა და განქორწინების მიზეზების შესახებ ისაუბრა. მან იმაზეც გააკეთა კომენტარი არის თუ არა შანსი, რომ კვლავ შერიგდნენ და არც ის დაუმალავს, რომ თანაცხოვრების ბოლო პერიოდში კონფლიქტებიც იყო.
„დრო გვაჩვენებს, მაგრამ უფრო არ მგონია. დიდი ხანი ვცდილობდით, რომ გარემოდან გამომდინარე, რაღაცები გაგვემთელებინა. იყო მცდელობები ორივეს მხრიდან, მაგრამ ვერაფერი შევძელით. ერთმანეთი ახლაც ძალიან გვაინტერესებს, პრობლემა ისაა, რომ ვეღარ მოხდა ამის აღდგენა… ცოტა დავისტრესეთ და განრიდება მოხდა ერთმანეთისგან. ვფიქრობ, რომ სწორად მოხდა. სადღაც ერთი წელი ვცდილობდით, მაგრამ ვერ გამოვიდა…
განვიცადე, მძიმე იყო და გიორგიმაც ძალიან განიცადა. ბოლოს კონფლიქტებიც იყო… მთავარია, მეგობრებად დავრჩეთ“, - ამბობს „დღის პოსტში“ ენი გასიევა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე