რეზონანსი
(29.06.2023)
რუსთავში, მტკვარში მოზარდს ჯერ კიდევ ეძებენ. როგორც კომენტარებში წერენ, ის რუსთავის მე-18 საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი ზაქარაშვილია, რომელიც 14 წლისაა. "ინფო რუსთავის" ცნობით, XIX მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე მტკვარში მოზარდები საბანაოდ შევიდნენ. არსებული ინფორმაციით, საღამოს 6 საათისკენ ერთ-ერთი ბიჭი მდინარეში გაუჩინარდა.
ადგილზე მობილიზებულები არის სამაშველო სამსახურისა და სამართალდამცავების რამდენიმე რამდენიმე ეკიპაჟი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე