რეზონანსი
(26.06.2023)

37 წლის თემო სხირტლაძე, რომელსაც 15 ივნისიდან ეძებდნენ, სამწუხაროდ, ავჭალის სასაფლაოზე გარდაცვლილი ნახეს.

,,ჩემი თემურიკა აღარ არის... ავჭალის სასაფლაოზე თავის დედიკოს და მამიკოს საფლავიდან 200 მეტრში ვიპოვეთ გარდაცვლილი. გვაპატიე, რომ შენ გვერდით ვერ აღმოვჩნდით. გული მიჩერდება, რომ ვფიქრობ, იქნებ ერთ სიტყვას, ერთ ზარს, ერთ ჩახუტებას გადაერჩინე... გვაპატიე... ახლა ყველაფერმა დაკარგა აზრი. ისევ შევხვდებით სადმე ოდესმე ცისარტყელაზე... მენანები ასეთი დასასრულისთვის, სხირტლა", - წერს თემო სხირტლაძის მეგობარი, თათული პეტრიაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე