რეზონანსი
(20.06.2023)

"ტაბულას" ჟურნალისტის ინფორმაციით, ჭავჭავაძეზე ლევან ბერძენიშვილს თავს დაესხნენ. როგორც ჟურნალისტი სოციალურ ქსელში წერს, ახალგაზრდა ბიჭმა ბერძენიშვილს კვერცხები ესროლა.

"5 წუთის წინ ჭავჭავაძეზე ჩემ თვალწინ დაესხნენ თავს ლევან ბერძენიშვილს - ახალგაზრდა ბიჭმა კვერცხები ესროლა და მოღალატე ეძახა

ამას ახალისებს ქართული ოცნება თავისი მართული ბნელებით და ყველა იმ ადამიანით, ვისაც ჰგონია, რომ ერეკლე მეფე უნდა დაიცვას ბერძენიშვილისგან. ძალიან შემრცხვა", - წერს ცისია კირვალიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე