რეზონანსი
(15.06.2023)
მსახიობი, გიორგი ვარდოსანიძე სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს და ადვოკატ ნიკოლოზ მჟავანაძეს ემუქრება:
„ვიღაცა ნიკოლოზ მჟავანაძე, სადღაც გადაცემაში ზის და ჩართული აქვს გადაცემა, სადაც მე და ჩემი მეუღლე ვართ მისული... მორალისტობს ჩვენს შესახებ, თურმე მოკლე კაბა როგორ მაცვია, რა ამორალური წყვილი ვართ და ასე შემდეგ... აი ახლა ვურეკავ და მითიშავს. თუ ვინმემ იცის სად არის, ახლავე მომწერეთ... ერთი ვინ არის ამორალური, მოგძებნი და განახებ, ძაან მალე თან...
ვაფშე არ ვიცი ვინ ხარ, ტელეფონი აიღე რომ გირეკავ, თორემ დავქოქავ მანქანას და მაინც გიპოვი, მოგძებნი და განახებ“ - ამბობს ვარდოსანიძე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე