რეზონანსი
(14.06.2023)
,,ემიგრანტების იმედი" შოთო სიხარულიძე, სოციალურ ქსელში, სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ის წერს, გარდაიცვალა 14 წლის ანი ხარებავა.
,,მამა ერთი წლის უნახავი ჰყავდა. ჩამოვიდა თურქეთში, ბავშვს მოეფერა, მამას თბილი დახვდა და... გული მისი მოფერების მერე გაუჩერდა.
ეეჰ, გული გამიჩერდა... საშინელება, ენით გამოუთქმელი ტკივილი და უდიდესი ტრაგედიაა... როგორ არ მინდა დავიჯერო, რომ ასეთი ანგელოზები, ასე უდროოდ იმკვიდრებენ ადგილს ცათა სასუფეველში... ძალიან სამწუხაროა.
ღმერთმა სასუფეველი დაუმკვიდროს პატარა პრინცესას ლამაზ სულს და მის მშობლებს გამძლეობა მისცეს უფალმა", - წერს შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე