რეზონანსი
(26.03.2023)

ტელეკომპანია POSTV-ის დირექტორსა და ქართული ოცნების პროპაგანდისტს, შალვა რამიშვილს სექსუალურ 

შევიწროებაში კომპანია აიისას დამფუძნებელი, ანანია გაჩეჩილაძეც ადანაშაულებს. ჩანაწერი, რომელიც რამიშვილისა და კასტინგზე მისული გაჩეჩილაძის საუბარს ასახავს.

სოციალურ ქსელში ირაკლი აბსანძე სტატუსს აქვეყნებს და აღნიშნულ თემას ეხმაურება, მისი თქმით ის ამ ჩანაწერში სექსუალური შევიწროებას ვერ ხედავს.

„არაპოპულარულ რამეს დავწერ. შალვა რამიშვილთან პრე-ინტერვიუზე საკუთარი ნებით მისული ანანია გაჩეჩილაძის ორსაათიანი ჩანაწერი უხამსია, რამიშვილის აქამდე გამომზიურებულ ყველა სიგოიმეს ადასტურებს, მაგრამ სექსუალური შევიწროებას მტკიცებულებებს მანდ ვერ ვხედავ.

პრეზერვატივების პროვოკაციულად კრეატიულ ბიზნესს თუ აფუძნებ და ამ სტატუსით შალვა რამიშვილის ტელეშოუში აპირებ მისვლას, "დირთი თოქინგისთვისაც" უნდა იყო მზად.

წარმატებული ჟურნალისტური გამოძიება იქნებოდა, თუ შალვას მოქმედი კოლეგა პირმშვენიერი სექს-მონები ალაპარაკდებოდნენ, მაგალითად“ - წერს ირაკლი აბსანძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე