რეზონანსი
(25.03.2023)

„ანუ რა მოხდა წუხელ - ხელისუფლების პროპაგანდისტის ჭუჭუს მცველებმა გვითხრეს - ყველას შემოგივარდებით სახლებში, ვინც ჩვენიანები არ ხართ ან არ შეეშვებით ჩვენს კრიტიკასო" - ამის შესახებ ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ფეისბუკის პირად გვერდზე წერს და აცხადებს, რომ ქვეყანა რუსეთად გადაიქცა.

„ანუ რა მოხდა წუხელ - ხელისუფლების პროპაგანდისტის ჭუჭუს მცველებმა გვითხრეს - ყველას შემოგივარდებით სახლებში, ვინც ჩვენიანები არ ხართ ან არ შეეშვებით ჩვენს კრიტიკასო აგაწიოკებთ, სახლებს გაგიჩხრეკთ, სამთავრობო კამერებს და მორალის პოლიციას დაგაყენებთ თავზე და დაგაბრალებთ ყველაფერს, რაც მოგვინდებაო!!!!

>ასეთი მძიმე ამბავი, რაც გუშინ მოუწყვეს თათია სამხარაძეს და დიმა ჩიქოვანს, მე არ მახსენდება! მართლა რუსეთად გვაქციეს ! არ ვიცი, ამას როგორ ვეგუებით, როგორ არ გვისკდება გული !!" - წერს ინგა გრიგოლია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე