რეზონანსი
(25.03.2023)

ტელეწამყვან, შალვა რამიშვილს კომპანია "აიისას" დამფუძნებელი, ანანია გაჩეჩილაძეც სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.

ტელეკომპანია "ფორმულამ" რამიშვილისა და გაჩეჩილაძის საუბრის აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელიც 2018 წლით თარიღდება.

"ჯიუტობ, პატარა გოგო ხარ და ტვინს ტ*ნავ, იბრძვი, შენს გზას მიჰყავხარ, რაღაცებს ამტკიცებ, რა ჩემს *ლედ გინდა, მისდიე შენს სხეულს, დადექი რა*ამ და მოგ**ნავენ რა. რა იცი იქნებ კარგია, ვიღაცების ხელში სათამაშო იყო. ტ*ნაურის დროს რომ გცემენ გევასება?

- თქვენთან არ მინდა სექსი

როგორ არ გინდა, გინდა", - ისმის ჩანაწერში.

შალვა რამიშვილი "ფორმულასთან" სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ ის ანანია გაჩეჩილაძეს არ იცნობს.

"ვინ ანანია გაჩეჩილაძე? არ ვიცნობ ვინ არის ? ფარული ჩანაწერი გაქვთ? გაუშვით მერე რა პრობლემაა? რაღაც ბუნდოვნად მახსოვს გოგონა პრეზერვატივებზე რომ წმინდანებს ახატავს. ის გოგოა?", - ამბობს რამიშვილი.

ბოლო დღეების განმავლობაში შალვა რამიშვილის სექსუალურ შევიწროებაში რამდენიმე ქალმა ამხილა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე