რეზონანსი
(23.02.2023)

გია სურამელაშვილი ამბობს, რომ სულ არ აინტერესებს, ვინ რას ამბობს მასზე და მთავარი ის არის, რომ თვითონ ძალიან ბედნიერია. მან "სარკესთან" ინტერვიუში ისიც გაამხილა, რომ საზღვარგარეთ ცხოვრება სურს:

„არ მაღელვებს, ვინ როგორ განიხილავს. ორმეტრიანი ფეხები მაქვს აგერ! ამ უაზრო ხალხს რომ ვუსმინო… 54 წლის გავხდი და ამ ხალხზე რომ მეფიქრა, ვინ რას იტყოდა, ასეთი შემდგარი ვარსკვლავი კი არ ვიქნებოდი! ვიღაც შეუმდგარი, სულელი ადამიანები, კლავიატურის ვირთხები სხედან ჭუჭყიანები, დაუბანლები და ჩემზე წერენ…  ღვთის მადლით, ნორმალური და კარგი ხალხი კიდევ არის და მათ ვუყვარვარ. უბედნიერესი ადამიანი ვარ და ეგეთი ვირთხები კი ყოველთვის არსებობდნენ.

მანქანა მყავდა, მაგრამ გავყიდე, რადგან საზღვარგარეთ ვაპირებდი ცხოვრებას. სტამბულში მინდა ცხოვრება ან საბერძნეთში. შეიძლება წავიდე კიდეც. ჩემი თავის ადამიანი ვარ და, რაც მომინდება, იმას ვაკეთებ. შეიძლება წავიდე და დავრჩე და სულ აღარ დავბრუნდე. მე ყველა გზა გახსნილი მაქვს და პრობლემა არ არის სხვა ქვეყანაში ცხოვრება.

ყველა ქვეყანაში ისევე მცნობენ, როგორც საქართველოში. ყველგან შემიძლია, პურის ფული გავაკეთო ჩემივე საქმით. ყველა ქვეყანაში მიწვევენ სამღერლად და ყველგან მყავს მეგობრები და ახლობლები. ერთ აპარტამენტსაც ყველა გამომიყოფს", - განაცხადა მომღერალმა.

"სარკე"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე