რეზონანსი
(22.02.2023)

სურამთან, ავარიისას დაღუპული ერთ-ერთი ახალგაზრდის, დავით აკობიას შეყვარებული ზანდა კონცელიძე სოციალურ ქსელში ემოციურად ემშვიდობება:

"ვერც ერთი ჩემი სიტყვა ვერ გადმოსცემს იმას, რასაც მე ახლა ვგრძნობ... მჭირდები ისე, როგორც არასდროს, მენატრები და მენატრება შენთან გატარებული ყველა დღე, დამტოვე და თან გაიყოლე ჩემი გულიც... სულ იმას მეუბნებოდი, რომ ჩემს გარეშე არ შეგეძლო და ახლა მე რა ვქნა შენს გარეშე? როგორ გავაგრძელო ცხოვრება ისე, თითქოს არაფერი მომხდარა? ის ცხოვრება სადაც შენც უნდა ყოფილიყავი? ასე ადექი და უბრალოდ დამტოვე... სულ იმას მიმეორებდი, რომ რაც არ უნდა მოხდეს, მაინც ჩემთან იქნებოდი... ჰოდა, გელოდები დათო, გელოდები! სულ შენ მოგქონდა ჩემთან ვარდები და ახლა მე უნდა მოგიტანო და ძალიან არ მინდა, მეშინია შენთან მოსვლის... უპასუხოდ რომ დამტოვებ, მაგისი მეშინია.

ერთი წლის წინ, ამ დროს მე და შენ ბოულინგს ვთამაშობდით და ახლა სად ხარ, სად??? გამაღვიძეთ ვინმემ და მითხარით, რომ ჩემი მორიგი იდიოტური და უაზრო სიზმარია. არ მინდა შენზე წარსულში საუბარი! მტკივა ყველაფერი! ნუ მტკენ, უბრალოდ დამიბრუნდი და ყველაფერი ძველებურად იქნება. არ ვიცი რა ვთქვა, რას ვგრძნობ ეგეც არ ვიცი... უბრალოდ მოდი", - წერს ზანდა კონცელიძე.

ცნობისთვის, სურამთან ავარიის შედეგად ორი ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, ერთი - ად­გილ­ზე, ხოლო მე­ო­რე - სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნის შემ­დეგ.

შემთხვევა 21 თებერვალს მოხდა.

tia.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე