რეზონანსი
(22.02.2023)

მსახიობი მარ­ტა ბა­რა­მი­ძე, გა­და­ცე­მა “ფა­რულ კონ­ვერ­ტში” ჰყვება  რომ ბი­ო­ლო­გი­ურ­მა დე­დამ და­ბა­დე­ბის­თა­ნა­ვე 3500 მა­ნე­თად გა­ყი­და.

“დედა იყო ექი­მი, რო­მე­ლიც რუ­სეთ­ში მუ­შა­ობ­და. მამა ქარ­თვე­ლი იყო, რო­მელ­მაც თბი­ლის­ში და­ამ­თავ­რა სა­მე­დი­ცი­ნო. ჩა­ვი­და პრაქ­ტი­კა­ზე რუ­სეთ­ში, სა­დაც გა­იც­ნო დედა. მა­შინ ჩემს ბი­ო­ლო­გი­ურ დე­დას ჰყავ­და 6 წლის შვი­ლი და ქმა­რი, რო­მე­ლიც წყალ­ქვე­შა გემ­ზე იყო წა­სუ­ლი, წე­ლი­წა­დით და 6 თვით. და­ფეხ­მძიმ­და მა­მა­ჩე­მის­გან.

მა­მა­ზე არა­ფე­რი ვიცი, არც სა­ხე­ლი, არც გვა­რი. ამის შემ­დეგ ჩემ­მა ბი­ო­ლო­გი­ურ­მა მა­მამ დედა ჩა­მო­იყ­ვა­ნა ბა­თუმ­ში. დე­დამ იქ იმ­შო­ბი­ა­რა და წა­ვი­და. მე ბა­თუმ­ში დამ­ტო­ვა. მა­მამ გა­და­წყვი­ტა მო­ძებ­ნა და და­ტო­ვა წე­რი­ლი, აინ­ტე­რე­სებ­და სად მივ­ყავ­დი, თუმ­ცა მო­ა­ტყუ­ეს და აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა მი­სა­მარ­თი და­უ­წე­რეს.

გაშ­ვი­ლე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებ­და ბე­ბოს (გამ­ზრდე­ლი დე­დის დედა) ერთ-ერთი მე­ზო­ბე­ლი ქალი, რო­მე­ლიც იმ პე­რი­ოდ­ში სამ­შო­ბი­ა­რო­ში მუ­შა­ობ­და. დე­დამ 3500 მა­ნე­თად გამ­ყი­და. მა­შინ ჩემი გამ­ზრდე­ლი დედ-მა­მის ოჯა­ხი შეძ­ლე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ. ბებო და ბაბუ მა­შინ ძა­ლი­ან კარგ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მუ­შა­ობ­დნენ და ჰქონ­დათ სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ეს თან­ხა გა­და­ე­ხა­დათ. რო­დე­საც ეს ამ­ბა­ვი მო­ვის­მი­ნე გა­დავ­წყვი­ტე გამ­ზრდე­ლი დე­დის­თვის მეთ­ქვა. მახ­სოვს მივ­დი­ო­დით ბა­ზარ­ში და იქ ვუ­თხა­რი მას, რომ ყვე­ლა­ფე­რი ვი­ცო­დი” – ჰყვე­ბა მარ­ტა.

ამა­ვე გა­და­ცე­მა­ში გა­ა­კე­თა მარ­ტამ განცხადება, რომ 16 წლის ასაკში მასზე იძალადეს და სახელი და გვარიც გააჟღერა.

“16 წლის ასაკ­ში ვმუ­შა­ობ­დი სამ სამ­სა­ხურ­ში, ერთ-ერთი სამ­სა­ხუ­რი (ფო­ტოგ­რა­ფო­ბა) რომ მორ­ჩა, მინ­დო­და თბი­ლის­ში წა­მოს­ვლა და მო­ნას­ტრე­ბის ნახ­ვა. წა­მო­ვე­დი ერთ ადა­მი­ან­თან ერ­თად. ჩვენ 4 თვე ერ­თად ვმუ­შა­ობ­დით. მას და­ე­ლა­პა­რა­კა ჩემი მე­ზო­ბე­ლი, მან უთხრა, რომ დე­და­ჩე­მი იყო, ასე­ვე გზი­დან და­ე­ლა­პა­რა­კა დედა ეკა­ტე­რი­ნე – ეს ყვე­ლა­ფე­რი უსაფრ­თხო­ე­ბის გამო.

გზა­ში მან მი­თხრა, რომ ერთი ღამე უნდა დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვით მა­მი­და­მის­თან. მი­ვე­დით არა­ყიშ­ვი­ლის ჩიხ­ში არ­სე­ბულ ბი­ნა­ში. რო­დე­საც და­ძი­ნე­ბის დრო მო­ვი­და, ერთ სა­ძი­ნე­ბელ­ში მე შე­ვე­დი, მე­ო­რე­ში – ის. მო­მა­კი­თხა ცოტა ხან­ში სა­ძი­ნე­ბელ­ში და მი­თხრა, თუ იმას არ გა­ვა­კე­თებ­დი, რაც მას უნ­დო­და, თითს მო­მაჭ­რი­და. მე გა­ვუწ­ვდი­ნე თითი და… დღემ­დე მაქვს შრა­მი, რო­მე­ლიც ამ ჭრი­ლო­ბი­დან შე­მომ­რჩა.

ჰქონ­და ძა­ლა­დო­ბის მცდე­ლო­ბა. უნ­დო­და ჩემი გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა. ჩემ­გან უა­რის მი­ღე­ბის შემ­დეგ ჩამ­სვა მან­ქა­ნა­ში და წა­მიყ­ვა­ნა სა­საფ­ლა­ო­ზე, გად­მო­მიყ­ვა­ნა და გა­მი­მე­ო­რა ისევ, რომ თუ იმას არ გა­ვა­კე­თებ­დი, რაც მას სურ­და, დამ­ტო­ვებ­და სა­საფ­ლა­ო­ზე. უა­რის მი­ღე­ბის შემ­დეგ დამ­ტო­ვა და წა­ვი­და. ცოტა ხან­ში მობ­რუნ­და რა­დი­კა­ლუ­რად სხვა ადა­მი­ა­ნი. ვი­ფიქ­რე რომ მა­ნამ­დე რა­ღა­ცის ზე­გავ­ლე­ნის ქვეშ იყო. ამის შემ­დეგ წა­მიყ­ვა­ნა კვლავ სახ­ლში, სა­დაც დამ­ტო­ვა და წა­ვი­და. ჩამ­კე­ტა შიგ­ნი­დან. ზეწ­რე­ბი გა­და­ვა­ბი ერ­თმა­ნეთს, და­ვა­მაგ­რე აივ­ნის მო­ა­ჯირს და მე­სა­მე სარ­თუ­ლი­დან ჩავ­ძვე­რი მე­ო­რე სარ­თულ­ზე, მოკ­ლედ ასე წა­მო­ვე­დი. არ მინ­და ვინ­მეს კი­დევ ჰქონ­დეს მსგავ­სი შემ­თხვე­ვა, ამი­ტომ ვამ­ბობ ამ ადა­მი­ა­ნის სა­ხელს და გვარს – ეს არის ბიკო ბირ­ბი­ჩა­ძე. ეს ისე­თი რა­მეა, ამის შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბა დაც­ვა დამ­ჭირ­დეს” – თქვა მარ­ტამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე