რეზონანსი
(21.02.2023)

თურ­ქეთ­ში, მი­წისძვრის შე­დე­გად და­ზა­რა­ლე­ბულ რა­ი­ონ­ში მო­ხა­ლი­სედ წა­სუ­ლი ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდა - დანიელ ბულკაშვილი გარდაიცვალა. როგორც ცნობილი ხდება ნანგრევები ჩამოიშალა და სიკვდილიც ამან გამოიწვია. ამ სამწუხარო ინ­ფორ­მა­ცი­ას სოციალურ ქსელში გარდაცვლილის მეგობარი - გიორგი დიასამიძე ავრცელებს.

„არ ვიცი, რა დავწერო, გული ძალიან მეწვის. ერთად ბევრი ბრძოლა გამოვიარეთ ქოცების წინააღმდეგ. მარადიული ხსოვნა მეგობარო. შენ მართლა გმირი იყავი და გმირად დარჩები ჩვენს გულში", - წერს დიასამიძე.

წყარო: "დაიჯესტი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე