რეზონანსი
(21.02.2023)

ამე­რი­კა­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი ექი­მი ნანა გე­გეჭ­კო­რი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სამ­წუ­ხა­რო ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს. რო­გორც ირ­კვე­ვა, სუ­რამ­თან მომ­ხდა­რი ავა­რი­ი­სას და­ღუ­პუ­ლი ერთ-ერთი ახალ­გაზ­რდა, და­ვით აკო­ბია მისი ახ­ლო­ბე­ლია.

"ჩვე­ნი ერ­თადრთი ბიჭი აღარ გვყავს. სიკ­ვდი­ლი რომ მინ­და, ისე­თი უბე­დუ­რე­ბა დაგ­ვა­ტყდა თავს. მა­მის მხრი­დან მეტი აღა­რა­ვინ მყავს. ჩემი და­თუ­ნა. ღმერ­თო რო­გორ გა­და­ვი­ტა­ნო ეს... რო­გორ ვუ­ყუ­რო მა­მი­დას, ორი ახალ­გაზ­რდა ძმის და ერ­თადრთი შვი­ლის სიკ­ვდი­ლის მხილ­ველს" - წერს ნანა გე­გეჭ­კო­რი.

ცნო­ბის­თვის, ხა­შუ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის დაბა სუ­რამ­თან მომ­ხდა­რი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა მსხვერ­პლით დას­რულ­და. მსუ­ბუ­ქი მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი სატ­ვირ­თოს და­ე­ჯა­ხა.

შემ­თხვე­ვის შე­დე­გად ორი ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, ერთი - ად­გილ­ზე, ხოლო მე­ო­რე - სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნის შემ­დეგ.

გარ­დაც­ვლი­ლე­ბი ხო­ბე­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი, მე­გობ­რე­ბი და­ვით აკო­ბია და გი­ორ­გი სი­ჭი­ნა­ვა არი­ან. აკო­ბია წარ­მო­შო­ბით აფხა­ზე­თი­დან იყო, თუმ­ცა ხობ­ში ცხოვ­რობ­და.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე