რეზონანსი
(20.02.2023)

კვარაცხელიას ავტოგრაფიანი მაისური აუქციონზე €50000-ზე მეტად გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული ვებგრევდი ავრცელებს.

მაისური თურქულ ვებგვერდზე socratessahada-ზე რამდენიმე დღის განმავლობაში იყო განთავსებული.

ცნობისთვის, ხვიჩამ საკუთარი ავტოგრაფიანი მაისური თურქეთში მიწისძვრით დაზარალებული ბავშვების დასახმარებლად გაგზავნა.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში, 6 თებერვალს მომხდარ მიწისძვრას 41 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის საქართველოს 5 მოქალაქე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე