რეზონანსი
(20.02.2023)

ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა კვირის რთულ დღეებზე ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა ახალმთვარეობაზე და მისგან გამომწვევ ნეგატიურ მოვლენებზე:

„დღეს ახალი მთვარეა, ბევრი ჩივის, რომ ცუდად ეძინათ. ახალ მთვარეზე, სავსე მთვარეზე შეიძლება ძილი აირიოს. არ შეგეშინდეთ. ახალ მთვარეზე იცის ცოტა მძიმე სიზმარი, ზოგიერთი პირიქითაა. დღევანდელი დღე ფრთხილად გავიაროთ.

ახალი მთვარის დროს განწყობა იცვლება, შეიძლება უცებ თავის ტკივილიც იგრძნოთ. მოგეხსენებათ, ამ პერიოდში გლეხიც კი არ უსხამდა მცენარეს წყალს, რადგან ფესვი ადვილად ულპებოდა. 

ყოველთვის გეუბნებით, ახალ მთვარეზე არავითარი ოპერაცია არ ჩაიტაროთ, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა. ყველაზე ხშირად, ოპერაცია ან არასწორად მიდის, ან ცუდად მთავრდება. ელემენტარული რამეც კი... ექიმებს რამდენჯერ უთქვამთ ჩემთვის, ეს რამდენჯერ გამიკეთებია და რა დაემართაო...“ - აღნიშნა სატელევიზო გამოსვლაში ცაგარელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე