რეზონანსი
(20.02.2023)

ჟურნალისტ ნინო შუბლაძეს მამა გარდაეცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად გაავრცელა:

„ჩემი უტკბესი, უთბილესი, უუსაყვარლესი და სამყაროში ყველაზე მაგარი მამა აღარ მყავს!...

ჩემმა საყრდენმა, იმედმა და დიდმა მეგობარმაც მიმატოვა.

მიყვარხარ, მა და სულ მეყვარები!

სავსე ვარ შენი დატოვებული სიყვარულით და სითბოთი, რომელსაც სულ თან ვატარებ!  

აბა, თქვენ იცით, შენ და სოფომ!

დავრჩი ერთი ცალი "ვაჟას გოგო" ვაჟას გარეშე“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე