რეზონანსი
(19.02.2023)

საქართველოს პარლამენტის ორგზის დეპუტატი, ხათუნა ხოფერია, ჯერ კიდევ ახალგაზრდულ ასაკში ის რვა შვილიშვილის ბებიაა. სწორედ მათთვის მოაწყო ევროპული არდადეგები ცოტა ხნის წინ და ვაჟიშვილ ბექასთან ერთად ბავშვები პარიზის ,,დისნეი ლენდში" წაიყვანა. თუ როგორი მოგზაურობა გამოუვიდა, ამის შესახებ ის ,,სარკესთან" ყვება:

"ბავშვებთან ყოფნა ყოველთვის სახალისოა, ცოტათი ძნელიც, რადგან დიდი ყურადღება სჭირდებათ. ინფორმაციულად, შემეცნებითად და გასართობადაც ძალიან კარგი იყო მათი პარიზში წაყვანა. ნახეს ლუვრი, იქ დაცული ხელოვნების ნიმუშები, ვიყავით ,,დისნეი ლენდში", რომელიც ყველა ბავშვისთვის საოცრებათა ქვეყანაა.

თავად მე პირველად არ გახლდით პარიზში და, მართალი გითხრათ, ძალიან შეცვლილი დამხვდა. ქალაქი, პირველ რიგში, საშინლად ჭუჭყიანია, ჩაჩუმებული. ჩვეული ხალისი აღარ იგრძნობა. მსოფლიოში ცნობილი პურ-ფუნთუშეულის, ბაგეტების, კრუასანების სამშობლოში ხაბაზები და მეფუნთუშეები გაფიცულები იყვნენ უზომოდ გაზრდილი გადასახადების გამო. ერთი სიტყვით, პარიზი პარიზს არ ჰგავდა და გული დამწყდა. პარიზში ბექას შვილები, რეზიკოს უფროსი ვაჟი და ბექა იყვნენ ჩემთან ერთად", - ამბობს ხოფერია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე