რეზონანსი
(19.02.2023)

წე­ლი­წად­ზე მე­ტია, რაც ქარ­თუ­ლი კი­ნო­სა და თე­ატ­რის მსა­ხი­ობ­მა დო­ნა­რა გვრი­ტიშ­ვილმა სა­ქარ­თვე­ლო და­ტო­ვა და ამე­რი­კა­ში მცხოვ­რებ ქარ­თველ ემიგ­რან­ტთა რი­გებს შე­უ­ერ­თდა. შტა­ტებ­ში ჩას­ვლი­დან მალე საკ­მა­ოდ მძი­მე დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს:

„ჯან­მრთე­ლო­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა გაჩ­ნდა და არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო დი­აგ­ნო­ზი და­მის­ვეს, არ მინ­და, და­ვა­კონ­კრე­ტო, მაგ­რამ საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი სნე­უ­ლე­ბა იყო და ოპე­რა­ცი­აც გა­ვი­კე­თე.

მკურ­ნა­ლო­ბა ახ­ლა­ხან და­ვას­რუ­ლე და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პე­რი­ო­დი მაქვს, შემ­დგომ კი ალ­ბათ გავ­ყვე­ბი მოვ­ლე­ნებს და ღმერ­თის დიდ სა­ჩუ­ქარს, რომ იმ დროს, რო­დე­საც თურ­მე ეს ძა­ლი­ან მჭირ­დე­ბო­და, აღ­მოვ­ჩნდი სას­წა­უ­ლი ექი­მე­ბის ხელ­ში…“ - განაცხადა დო­ნა­რა გვრი­ტიშ­ვი­ლმა.

გუშინ კი ამე­რი­კა­ში მცხოვ­რებ­მა ქარ­თველ­მა ელე­ნე ბე­რი­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც სა­ზო­გა­დო­ე­ბას დახ­მა­რე­ბას სთხო­ვა, რათა ქალ­ბა­ტო­ნი დო­ნა­რას­თვის სამ­სა­ხუ­რის პოვ­ნა შეძ­ლონ:

„ძვირ­ფა­სო მე­გობ­რე­ბო! ამე­რი­კის ქარ­თულ იმიგ­რა­ცი­ას 8 თვის უკან შე­მო­უ­ერ­თდა ყვე­ლა­სათ­ვის საყ­ვა­რე­ლი, კი­ნო­სა და თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი დო­ნა­რა გვრი­ტიშ­ვი­ლი. სამ­წუ­ხა­როდ, ჩა­მოს­ვლი­დან მა­ლე­ვე შე­ექ­მნა ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა და და­უს­ვეს არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო დი­აგ­ნო­ზი. ჩა­უ­ტარ­და ოპე­რა­ცია და ქი­მი­ო­თე­რა­პია, (ყვე­ლა­ფე­რი და­ფა­რა და­ზღვე­ვამ). რის­თვი­საც მად­ლო­ბას უხ­დის ამ ქვე­ყა­ნას და თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს ვინც გულ­თან მი­ი­ტა­ნა და გვერ­დზე და­უდ­გა ულა­მა­ზეს ქალ­ბა­ტონს.

ჩვენ­გან არა­ფერს ითხოვს ქალ­ბა­ტო­ნი დო­ნა­რა. სა­ბო­ლო­ოდ მალე და­ას­რუ­ლებს რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას. ამ­ჟა­მად არის უმუ­შე­ვა­რი და ბოლო თან­ხე­ბით შვი­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან ეხ­მა­რე­ბი­ან.

უმორ­ჩი­ლე­სად გთხოვთ ყვე­ლას, იქ­ნებ ვინ­მეს გე­გუ­ლე­ბათ რა­მე­ნა­ი­რი სამ­სა­ხუ­რი და გა­გიჩ­ნდეთ დახ­მა­რე­ბის სურ­ვი­ლი“.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე