რეზონანსი
(19.02.2023)

ადოკატი კობა კობახიძე 47 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, დავით ასათიანი იუწყება:

„იურიდიულმა პროფესიამ დასანანი დანაკლისი განიცადა, გამოგვაკლდა ადვოკატთა ასოციაციის დამფუძნებელი წევრი, დიდი გამოცდილების მქონე პრაქტიკოსი ადვოკატი კობა კობახიძე.

კობა მრავალი წელი ერთგულად ემსახურა პროფესიასა და ადამიანის უფლებების დაცვას.

ვუსამძიმრებ ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს. ღმერთმა აცხონოს მისი სული“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე