რეზონანსი
(18.02.2023)

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ძალიან დაბნეული ხართ და ცდილობთ, მომხდარში გაერკვეთ. საქმე ისაა, რომ ერთი და იმავე ადამიანის შესახებ ინტუიცია ერთს გკარნახობთ, ფაქტები კი მეორეს ამბობენ. შეცდომა რომ არ დაუშვათ, გირჩევთ, პირველ რიგში საკუთარ გულს მოუსმინოთ. ის გეტყვით, ვინ არის თქვენი ნამდვილი მეგობარი და ვინ ცდილობს, რომ თავი მეგობრად მოგაჩვენოთ.

კურო

ამ დღეს ცდილობთ, რომ გარშემო ყველა და ყველაფერი აკონტროლოთ. თუ ვინმე ან რამე თქვენი კონტროლის ზონიდან გადის, ამას პირად შეურაცხყოფად აღიქვამთ! ზოგადად ვიღაცების ქმედებებზე ზედმეტად ემოციური და მკვეთრი რეაქციები გაქვთ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის ვიღაც ცდილობს, რომ თქვენი წინსვლა შეაფერხოს.

ტყუპები

ამ დღეს საყოველთაო მიზიდულობის ცენტრად იქცევით! ადამიანები თავიანთ პრობლემებს, სიხარულს და საზრუნავს გიზიარებენ და ხშირ შემთხვევაში, მათ რეალურ დახმარებას გაუწევთ. თქვენი სიკეთე აუცილებლად დაფასდება - შესაძლოა, ამ დროს მონათესავე სულს შეხვდეთ.

კირჩხიბი

არავითარ შემთხვევაში არ ჩაერთოთ კონფლიქტში, განსაკუთრებით იმაში, რომელიც ძალაუფლებისთვის ბრძოლას წააგავს! კიდეც რომ გაიმარჯვოთ, ეს წარმოსახვითი გამარჯვება იქნება - დროთა განმავლობაში, დამარცხებული ძალებს მოიკრეფს და შურს იძიებს. ამიტომ სიმშვიდე შეინარჩუნეთ და მოვლენებს შორიდან დააკვირდით.

ლომი

ამ დღეს ყველაზე მეტად სამართლიანობასთან დაკავშირებული საკითხები გაღელვებთ. უკმაყოფილება იმის გამო, როგორც მოგექცნენ და საკუთარი ამ სიმართლის დამტკიცების სურვილი - ამაზე ფიქრი წუთითაც არ გტოვებთ. მებრძოლი სულისკვეთების მიუხედავად, ვარსკვლავები კატეგორიულად გაფრთხილებენ, კამათში ან კონფლიქტში არ ჩაერთოთ. ასეთი აქტივობა მტკივნეული იქნება და აუცილებლად საპირისპირო შედეგამდე მიგიყვანთ.

ქალწული

ახლობელი ადამიანები თავიანთი დარდისა და პრობლემების უდიდეს ნაწილს თქვენ გადმოგაბარებენ და თქვენც სიამოვნებით იტვირთებთ ამ მისიას. პრობლემების ანალიზის დროს არ აპირებთ ვინმეს გრძნობებს ანგარიში გაუწიოთ. თქვენი სიტყვები ლოგიკური, მაგრამ დაუნდობელი იქნება. ასე რომ, სანამ ქალწულს რჩევისა და დახმარებისთვის მიმართავენ, ყველა კარგად უნდა დაფიქრდეს - იქნებ არ ღირს?

სასწორი

თქვენი ლიდერის თვისებები და ორგანიზაციული უნარები გარშემო მყოფებს აიძულებს, რომ თქვენი მხარდამჭერები გახდნენ. ენერგიით სავსე ხართ, მიზანს კარგად ხედავთ და მზად ხართ, ადამიანებს უხელმძღვანელოთ. საქმე, რომელსაც ამ დღეს დაიწყებთ, აუცილებლად სასურველ შედეგამდე მიგიყვანთ. მთავარია, კურსი არ შეცვალოთ და გზიდან არ გადაუხვიოთ.

მორიელი

ამ დღეს დიდი ხნის მანძილზე დაგროვილი საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებას დაუთმობთ. გარდა ამისა, ახლობლები თქვენგან გამუდმებით ითხოვენ დახმარებას და მხარდაჭერას. რამდენიმე ნაწილად ვერ გაიჭრებით, ამიტომ პრიორიტეტების განსაზღვრა და იმის გადაწყვეტა მოგიწევთ, რომელი საქმეა უფრო მნიშვნელოვანი და რომელია ისეთი, რომ მოიცდის.

მშვილდოსანი

კარგი დღეა დასკვნების გასაკეთებლად. ასევე, 19 თებერვალი შესანიშნავია სწავლისთვის, ზოგადად კომუნიკაციისთვის და მეგობრული შეხვედრებისთვის. ამ დღეს შეგიძლიათ თქვენი გადაწყვეტილების სისწორეში ნებისმიერი ადამიანი დაარწმუნოთ. ადამიანების დარწმუნების წარმოუდგენელ ნიჭს ფლობთ, რაც თქვენი თანმიმდევრულობის და ლოგიკური აზროვნების დამსახურებაა.

თხის რქა

გირჩევთ ეს დღეს საკუთარი ფინანსების მოწესრიგებას დაუთმოთ და საკუთარი შემოსავალი და ხარჯები კარგად გამოთვალოთ. იმის მიუხედავად რამდენი ფულია თქვენს საბანკო ანგარიშზე, ცდილობთ ეკონომიურად იცხოვროთ და დანაზოგი რაღაც მნიშვნელოვანი საქმისკენ მიმართოთ. ასევე, ვარსკვლავები გირჩევენ, ძველი ნივთები, რომლებიც თქვენთვის ღირებულებას აღარ წარმოადგენს, გააჩუქოთ - ვიღაცას ისინი ძალიან სჭირდება.

მერწყული

მოსალოდნელია სასიამოვნო ნაცნობობა. ვიღაცაზე წარუშლელ შთაბეჭდილებას მოახდენთ და არ არის გამორიცხული, რომანტიკული ურთიერთობაც კი დაიწყოს. ეს დღე ხელსაყრელია საყიდლებისთვის: უეჭველად შეიძენთ ისეთ რამეს, რაც დიდხანს გამოგადგებათ. საღამოსთვის უმჯობესია არ დაგეგმოთ რამე დამღლელი სამუშაო ან ხანგრძლივი მგზავრობა - ეს საღამო მხოლოდ დასვენებას დაუთმეთ.

თევზები

ამ დღეს თქვენი გამჭრიახობა, ინტუიცია და ლოგიკა ერთნაირად კარგად მუშაობს, რაც საშუალებას მოგცემთ პრობლემების არსს ჩასწვდეთ და სწორი დასკვნები გამოიტანოთ. გარშემომყოფებს შეიძლება მოეჩვენოთ, რომ მათ აზრებს კითხულობთ! მართლაც, რამდენიმე ისეთ ამბავს გაარკვევთ, რასაც თქვენგან გულმოდგინედ მალავდნენ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე