რეზონანსი
(18.02.2023)

თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდა ბიჭი ემსხვერპლა, სამი კი მძიმედ დაშავდა. გარდაცვლილები ირაკლი ქუთათელაძე და ნოდარ გულიაშვილი არიან.

სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ოჯახის ახლობელი - ნინო თარხნიშვილი ავრცელებს.

„დღეს პირველად ვნახე დედა, რომელსაც წინ 19 წლის მკვდარი შვილი ესვენა. დედა ჩემი კლასელია. შვილი მარიტას ჯგუფელი და მეგობარი იყო. ვერაფერი ვუთხარი, სიტყვა ვერ ამოვღერღე, მარტო - ვაიმე. არადა, მინდოდა მეთქვა, როგორ ხშირად და როგორ თბილად ახსენებდა ხოლმე მარიტა მის ირაკლის.

რამდენს ნერვიულობდნენ და როგორ ემზადებოდნენ ბოლო პროექტისთვის - როგორ იყიდეს ოქროს თევზი, მერე მთელი დღე როგორ ატარეს პარკში გამოკრული და ბოლოს უნივერსიტეტის აკვარიუმში მიუჩინეს ბინა. მაგრამ ვერაფერი ვუთხარი - ან რა უნდა მეთქვა, მაინც ვერაფრით გავისიგრძეგანებდი მის დარდს და ფუჭი იქნებოდა ყველა სიტყვა.

დღეს მივხვდი, რას ნიშნავს მდგომარეობა, როცა უბრალოდ ჩუმად უნდა იყო", - წერს ნინო თარხნიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე