რეზონანსი
(13.02.2023)

მსახიობი გიროგი ვარდოსანიძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

"დღეს ამ ლამაზმა ქალმა დაგვტოვა და წავიდა. პატარა ვიყავი თეატრში რომ მივედი და იმ დღიდან დედასავით მექცეოდა. თავის საქმეზე იყო უზომოდ შეყვარებული და თეატრს განსაკუთრებულ სითბოს მატებდა ძალიან დაგვაკლდება ჩვენი იაკო შუქი ოჯახის წევრებს და ვინც იცნობდით ვიზიარებ თქვენს მწუხარებას ." , - წერს ვარდოსანიძე და ფოტოს აქვეყნებს.

ასევე ინფორმაციას თანამშრომლის გარდაცვალების შესახებ ავრცელებს ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრიც, საიდანაც ვიგებთ, რომ გარდაცვლილი მათი განათების მხატვარია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე