რეზონანსი
(13.02.2023)

გორის სასამართლომ 5-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა მამაკაცს, რომელიც დღეს დილით დაახლოებით 9 საათზე, პატრულმა ავტომაგისტრალზე დააკავა. საქმის მასალების მიხედვით, მამაკაცი მანქანით ქუთაისისკენ მოძრაობდა. ის საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა შეაჩერეს და ალკოტესტის ჩატარება შესთავაზეს.

მამაკაცმა არ ჩაიტარა ალკოტექსტი, რადგან მისი მტკიცებით, არ არის მძღოლი და არ არის ვალდებული შემოწმება ჩაიტაროს. რაც შეეხება ნამდვილ მძღოლს, მისი თქმით, მძღოლი ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად გადავიდა მანქანიდან და არ იცის, სად წავიდა.

როგორც სხდომაზე მოსამართლემ გამოიკვლია, ასეთი პიროვნება არ არსებობდა.

პატრულის თანამშრომლებმა პროცესზე განაცხადეს, რომ ისინი თავდაპირველად უკან მიჰყვებოდნენ მანქანას, შემდეგ გაჩერება მოსთხოვეს. მანქანიდან კი სხვა პიროვნება არ გადმოსულა.

წყარო: qartli.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე