რეზონანსი
(12.02.2023)

ლე­ნუ­კა ყიფ­ში­ძის ცხოვ­რე­ბის დე­ვი­ზი ადა­მი­ა­ნო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა და სი­კე­თის კე­თე­ბაა. მი­იჩ­ნევს, რომ ასაკ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სტე­რე­ო­ტი­პი და­ამ­სხვრია და რე­ა­ლი­თი შო­უ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, ქალ­ბა­ტო­ნებს ცხოვ­რე­ბის, უკე­თეს ფორ­მა­ში ყოფ­ნის სტი­მუ­ლი მის­ცა...

როგორც ის აღნიშნავს, სარკეში ჩახედვისას პატარა ლენუკას ხედავს.

"როცა სარკეში ვიყურები ში­ნა­გა­ნად პა­ტა­რა ლე­ნუ­კას - ბავ­შვს ვხედავ, რო­მე­ლიც თით­ქოს უსუ­სუ­რია, დაც­ვა სჭირ­დე­ბა, მაგ­რამ იმავდრო­უ­ლად ვხე­დავ ძლი­ერ და მი­ზან­და­სა­ხულ ქალს.

ცხოვრების ამ ეტაპზე მთავარ მიღწევად რა თქმა უნდა, შვილს მივუჩნევ. 40 წლის ვარ, ჩემი შვი­ლი უკვე 22 წლის ხდე­ბა. მისი სა­ხით, გვერ­დით კაცი მიდ­გას, თან ისე­თი შვი­ლი მყავს, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც სულ ვამ­ბობ, ღმერ­თმა ისე­თი სა­ჩუ­ქა­რი მი­ბო­ძა, რომ უბედ­ნი­ე­რე­სი დედა ვარ. ვფიქ­რობ, ქა­ლის­თვის ეს უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია".

მან ასევე საკუთარ და შვილის განმასხვავებელ თვისებებზეც ისაუბრა.

"ორი­ვე­ნი პირ­და­პი­რე­ბი და ზედ­მე­ტად ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნე­ბი ვართ, ასე­ვე - ემო­ცი­უ­რე­ბი. როცა ნი­კუ­შას ვე­სა­უბ­რე­ბი იმა­ზე, რა­საც გან­ვიც­დი, ზუს­ტად ვიცი, ანა­ლო­გი­უ­რი გან­ცდა ეუფ­ლე­ბა, თუმ­ცა არ იმ­ჩნევს. მას­ში ჩემს თავს ვხე­დავ. ნი­კუ­შა ჩემ­თვის სარ­კე­სა­ვი­თაა: რომ ვუ­ყუ­რებ, მგო­ნია, მე ვარ. ჩემ­ში რაც მიყ­ვარს - სი­კე­თე, ადა­მი­ა­ნო­ბა - ნი­კუ­შა­საც იგი­ვე გა­აჩ­ნია. ძა­ლი­ან კარ­გია, როცა ადა­მი­ა­ნო­ბას არ კარ­გავ. არც დავ­კარ­გავ, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ. ჩემს შვილ­შიც ანა­ლო­გი­ურს ვხე­დავ. ამით ბედ­ნი­ე­რი ვარ... ჩვენ შო­რის გან­მას­ხვა­ვე­ბელ თვი­სე­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, მე ფეთ­ქე­ბა­დი ხა­სი­ა­თი მაქვს, ის კი ძა­ლი­ან თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლია (იცი­ნის).".

როგორც ლენუკა ამბობს მისთვის კომფორტის ზონა სიმშვიდეა.

"სიმ­შვი­დე. ისეთ ოჯახ­ში ვიზ­რდე­ბო­დი, რო­მელ­შიც 24/7-ზე სტუმ­რი­ა­ნო­ბა იყო. თან, დღემ­დე 8 კაცი ერ­თად ვცხოვ­რობთ. პირ­და­პირ ვი­ტყვი: ამ­დენ ხალ­ხში ცხოვ­რე­ბა უკვე ძა­ლი­ან მი­ჭირს. მე და ჩემი შვი­ლი გან­ვი­ხი­ლავთ - რა­ღაც უნდა ვქნათ, რომ ცალ­კე ვი­ცხოვ­როთ, რად­გან ფი­ზი­კუ­რად და სუ­ლი­ე­რად არ მყოფ­ნის ძალა, ფსი­ქი­კა... ალ­ბათ გა­და­ვი­ღა­ლე, რად­გან სულ ქა­ოს­ში ვცხოვ­რობ­დი. ჩემს ოჯახს სტუ­მარ­მას­პინ­ძლო­ბა არას­დროს ეშ­ლე­ბო­და, მაგ­რამ ცხოვ­რე­ბა­ში არის რა­ღაც ასა­კი და ეტა­პი, როცა გინ­და, ადა­მი­ან­მა სი­წყნა­რე, სიმ­შვი­დე, სიმ­ყუდ­რო­ვე იგ­რძნო. მა­გა­ლი­თად, მე­გო­ბარ­თან რომ დავ­რჩე­ნილ­ვარ ან და­სას­ვე­ნებ­ლად სად­მე წავ­სულ­ვარ, იქ მიგ­რძნია, რომ სუ­ლი­ე­რად დავ­მშვი­დე­ბულ­ვარ. ვა­ტყობ, მშვი­დი გა­რე­მო ჩემ­თვის კომ­ფორ­ტია.

სა­ერ­თოდ, რე­ა­ლი­თი შო­უ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მერე, ადაპ­ტა­ცი­ის პე­რი­ო­დი მაქვს - ჩემ­თვის ყოფ­ნა მინ­და. ცუდ გან­წყო­ბა­ზე მყო­ფი რო­გორც კი ხალ­ხის შე­ტყო­ბი­ნე­ბებს, კო­მენ­ტა­რებს ვკი­თხუ­ლობ, 2 წამ­ში კარგ ხა­სი­ათ­ზე ვდგე­ბი", - აღნიშნავს ყიფშიძე.

წყარო: "ამბები.ჯი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე