რეზონანსი
(06.02.2023)

სეისმოლოგი თეა გოდოლაძე მომყოლი მიწისძვრების ტრაექტორიის ამსახველ ფოტო მასალას აქვეყნებს, სადაც ძლიერი მიწისძვრები წითლადაა აღნიშნული, ხოლო შედარებით მსუბუქი - ღია მწვანედ. ფოტოზე ნათლად ჩანს, რომ დიდი მიწისძვრის შედეგად, მიწა დიდ მანძილზეა გარღვეული.

იმის გათვალისწინებით, რომ თურქეთში კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა და ეს ბათუმშიც იგრძნობოდა, მოსახლეობის მთავარი კითხვაა, მოსალოდნელია თუ არა, რომ საქართველოშიც მოხდეს ძლიერი მიწისძვრა. 

კითხვაზე, ხომ არ გვიახლოვდება, ან მოსალოდნელია თუ არა საქართველოშიც ძლიერი მიწისძვრა, თეა გოდოლაძის პასუხი უარყოფითია. 

პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე