რეზონანსი
(16.01.2023)

„ახალი საქართველო - სამოქალაქო პლატფორმას" დამფუძნებელი - ლაშა დიაროვი სოცქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ოჯახის წევრებისგან დეტალების გასაჯაროების ნებართვა აქვს და სურს ემოციური ამბის შესახებ გვიამბოს.

"მეგობრებო, მინდა სულისშემძვრელი ისტორია მოგიყვეთ. დილიდან ძალიან განვიცდი და მინდა თქვენც გაგიზიაროთ. ოჯახის წევრებისგან მაქვს ნებართვა და ამიტომ დავწერ დეტალებს.

ომის დაწყების დღიდან დამიკავშირდა უწესიერესი ქალბატონი ნონა ნონიაშვილი, რომლის ძმაც ზაქრო ნონიაშვილი იბრძოდა მარიუპოლში. ვიდრე უკრაინის პრეზიდენტმა არ მოუწიდა მარიუპოლის დამცველებს ბრძოლის შეწყვეტისკენ, მანამდე ზაქრო გმირულად იცავდა უკრაინასა და საქართველოს. მისი ოჯახის წევრები გაჭირვებით გამოვიდნენ ცხელი წერტილიდან და ქალაქ დნეპრში ელოდებოდნენ ზაქროს ტყვეობიდან განთავისუფლებას.

რუსული ტერორისტული სახელმწიფოს, ბოროტების იმპერიის მხრიდან მოხდა დნეპრში საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვა, სადაც იმყოფებოდნენ ზაქროს მეუღლე, შვილი და სიდედრი. სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით მათი ნანგრევებიდან ამოყვანა ვერ ხერხდება. იმედია, სამივე მათგანი ცოცხალი და უვნებელი გადარჩება. ღმერთმა მისცეს გამარჯვება და თავისუფლება ზაქროს!

ბოროტების იმპერია მალე განადგურდება, თითოეული რუსი მანიაკი პასუხს აგებს ჩადენილი დანაშაულებისთვის!

გამარჯვება უკრაინას!

დიდება გმირებს!", - წერს ლაშა დიაროვი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე