რეზონანსი
(14.01.2023)

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბის ერთ-ერთი კან­დი­და­ტის ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­სა და პო­ლი­ტი­კურ წრე­ებ­ში მას იმის გამო აკ­რი­ტი­კე­ბენ, რომ ბრენ­დუ­ლი სა­მო­სი არ აც­ვია. რო­გორც ხა­ბე­იშ­ვი­ლი ამ­ბობს, ამის გამო მას პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბის­თვის იწუ­ნე­ბენ.

"ქირ­ქი­ლე­ბენ, რომ ხა­ბე­იშ­ვი­ლი გო­ი­მია, სოფ­ლე­ლია, ბრენ­დუ­ლე­ბი არ აც­ვია და ლი­ლო­ში ყი­დუ­ლობს ტან­საც­მელს... მე წარ­მო­ვად­გენ მშრო­მელ, წე­სი­ერ, პა­ტი­ო­სან ხალ­ხს და არა ვიწ­რო პრი­ვი­ლე­გი­რე­ბულს, "ელი­ტას".

დიახ, პარ­ლა­მენ­ტა­რი ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლის პე­და­გო­გი დედა დღეს, გა­ზის აღ­მრი­ცხვე­ლად მუ­შა­ობს სამ­გო­რის რა­ი­ონ­ში და კარ­და­კარ და­დის, მა­მა­ჩე­მი ინ­ჟი­ნე­რი კაცი იყო და არას­დროს უთა­კი­ლია შრო­მა...

რომ და­ჭირ­და ოჯახს, გაზ­გა­სა­მარ­თის დაც­ვა­ში იმუ­შა­ვა და ღა­მე­ებს ათე­ნებ­და, ჩემი მა­ი­ო­რი ძმა ამე­რი­კა­ში ტრა­ი­ლე­რის მძღო­ლია - ვა­მა­ყობ ჩემი ქარ­თუ­ლი, ტრა­დი­ცი­უ­ლი, ქრის­ტი­ან-მარ­თმა­დი­დებ­ლუ­რი ოჯა­ხით და მისი თი­თო­ე­უ­ლი წევ­რით", - თქვა ხა­ბე­იშ­ვი­ლმა "ტვ პირ­ვე­ლის" ეთერ­ში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე