რეზონანსი
(13.01.2023)

აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში სასიამოვნო სიახლის შესახებ წერს. როგორც მისიგავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, მარტოხელა ბებო, რომელიც ღამეებს ღია ცის ქვეშ ათევდა, ქუჩაში აღარ დაიძინებს. მას ამიერიდან თბილი სახლი და ყველა საჭირო ნივთი ექნება.

,,ახალი წლის ღამეს, ყველაზე უფრო დიდი სასწაულები ხდება. არც მჯერა, ბებო ქუჩაში არასოდეს აღარ დაიძინებს. 

მთელი სიცოცხლე ექნება თბილი სახლი, საჭმელი, ტანსაცმელი.

იმკურნალებს კლინიკაში და ჯანმრთელი იქნება. სამოცდაათი წლის ასაკში იგრძნო მთელი ქვეყნის ადამიანების მხარდაჭერა და კეთილი სურვილები.

არც სჯერა ჯერ, სულ ტირის და გვაბღავლებს ჩვენც. კეთილი ამბები ყოველთვის ბედნიერად მთავრდება. 

აღარ იდარდოთ, ბებო სახლში დაფუსფუსებს.

როგორ მიყვარხართ, ვერც ვწერ. დიდი მადლობა ადამიანებო, ძალიან დიდი მადლობა.

თქვენ სიცოცხლე გადაარჩინეთ, გულით ინატრეთ ამ ჯადოსნურ ღამეს და ყველაფერი აგიხდებათ.

#სიკეთე გადამდებია", - დაწერა აკა სინჯიკაშვილმა სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე