რეზონანსი
(13.01.2023)

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს ინფორმაციით, 14 რიცხვიდან მთელ საქართველოში უკვე უნალექო ამინდი იქნება, მაგრამ მანამდე ყინვა გაძლიერდება

„ზეგიდან უკვე გამოიდარებს. თოვა შეწყდება ზეგიდან უკვე აღმოსავლეთ საქართველოში, უნალექო ამინდი იქნება, თუმცა ამ საღამოდან ვფიქრობთ ღამის ტემპერატურის კლებას და ყინვის გაძლიერებას, ბარში -5, -10 გრადუსით, თბილისში კი -4, -6 გრადუსამდე.

დღის ტემპერატურაც ჯერ დაბალი იქნება. დასავლეთ საქართველოშიც ძლიერი ქარი შენარჩუნდება დღეს და ხვალ დღის პირველ ნახევრამდე. შემდეგ თანდათან ჩადგება და დამთავრდება უამინდობა. 14-დან მთელი საქართველოს მასშტაბით უნალექო ამინდია მოსალოდნელი“, - აღნიშნავენ სააგენტოში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე