რეზონანსი
(30.11.2022)

ცნობილი ტიკ-ტოკერი და ფიტნეს ინსტრუქტორი, ხათო ომიაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს. მისი თქმით, უცნობი პირი გუშინ საღამოს, დაახლოებით 7 საათზე სახლის კარების გაღებას ცდილობდა.

ტიკ-ტოკერმა ასევე აღნიშნა, რომ მის საცხოვრებელ კორპუსში, “ჰუალინგში”, მსგავსი ფაქტები საკმაოდ ხშირია და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა. 

„კორპუსებში დადის ვიღაც, ვინც კარის გაღებას ცდილობს. ჩემთან ეს დაფიქსირდა გუშინ საღამოს 7 საათზე. ჩემი და იყოს სახლში. არ ვიცი გასაღები ჰქონდა თუ სხვა რამე, მაგრამ ვიღაცა ცდილობდა გაღებას. ჩაკეტეთ კარი სახლში ყოფნის დროს“, - ამბობს ომიაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე