რეზონანსი
(28.11.2022)

სამოქალაქო აქტივისტი და მოძრაობა "სირცხვილიას" წევრი ნოდარ რუხაძე ცხრამუხას მონასტერში მონაზონზე განხორციელებულ ძალადობაზე საპატრიარქოს პოზიციას Facebook-ზე ეხმაურება.

"გუშინ ცხრამუხას დედათა მონასტერში 70 წლის მონაზონი დააყაჩაღეს, სცემეს და გააუპატიურეს.

ვის ადანაშაულებს საპატრიარქო?

- კრიტიკულ მედიას: მთავარ არხს, ფორმულასა და ტვ პირველს.

5 ივლისის თანაავტორებისგან, პედოფილების მფარველებისგან, ხელისუფლებასთან შეზრდილი კრიმიმალური ბანდისგან და კირილეს მეხოტბეებისგან არაფერია გასაკვირი, მაგრამ ეს განცხადება დანაშაულებრივია, რადგან ახალისებს ძალადობას ჟურნალისტების მიმართ.

გადასაბუგია ეს კაგებეშნიკური ინსტიტუტი," - წერს ნოდარ რუხაძე. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე