რეზონანსი
(27.11.2022)

სოციალურ ქსელში დედაო ანისაზე, რომელსაც მონასტერში გუშინ უცნობი პირები შეუვარდნენ და სცემეს ემოციური ამბავი ვრცელდება.

როგორც დავით დავით ჭითანავა წერს დედაო, უამრავ წყვილს მისი ლოცვით შვილი აჩუქა.

„ხაშურის რაიონში, სოფელ ცხრამუხის დედათა მონასტერში ცხოვრობს დედა ანისია...ის ყველა უშვილოს მკურნალობს და უფლის წყალობით შვილს აძლევს. მას უკვე 500-ზე მეტი დალოცვილი ბავშვი ჰყავს, თითქმის ყველა ვინც მასთან დადიოდა სამკურნალოდ შვილი გაუჩნდა.

ღმერთმა დალოცოს და გააძლიერეს უძლურებაში მყოფი დედა ანისია. დედაო რომელსაც შეუვარდნენ მონასტერში კრისები და ავაზაკები. ღმერთო მაპატიე და უნდა აჩეხო სათითაოდ!!!! წყალობა და ჯანმრთელობა დედაოს" - წერს დავით ჭითანავა.

ცნობისთვის, 26 ნოემბერს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში, დედათა მონასტერში უცნობი პირი შეიჭრა. მონაზონს მძიმე დაზიანებები აქვს მიყენებული, ის კლინიკაში გადაიყვანეს და ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე