რეზონანსი
(25.11.2022)

ადვოკატი, ლევან ჭელიძე სოციალურ ქსელში ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლის სუიციდის მცდელობამდე მიყვანის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

"განათლების სამინისტრომ და პროკურატურამ დადგენილად მიიჩნია რომ როხის საჯარო სკოლის დირექტორმა თამარ ლომინაძემ მოსწავლე სუიციდის მცდელობამდე მიიყვანა!!!

(აქვე მადლობა პროკურორ ბატონ გიორგი გობრონიძეს)

განათლების სამინისტრომ დირექტორს გაფრთხილება მისცა, არ მოგეჩვენათ, გაფრთხილებაა.

დირექტორსაც და განათლების სამინისტროცას გპირდებით, რომ ჯოჯოხეთს მოგანატრებთ (რასაკვირველია სამართლებრივი გზებით)", - წერს ლევან ჭელიძე.

tia.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე