რეზონანსი
(25.11.2022)

სოციალურ ქსელშიც გახშირდა იმ მოქალაქეების პოსტებიც, რომლებიც მეტ ყურადღებას ითხოვენ ქუჩის ძაღლების მიმართ. თუმცა, როგორც ირკვევა, ხშირად პატრონების მიერ ჩამოყვანილი ძაღლები უფრო აშინებთ.

„დღეს დილით, დედაჩემს ბავშვი ჰყავდა სასეირნოდ ახალ პარკში . ვიღაცას პიდბული ჰყავდა ალიკაპის გარეშე გამოყვანილი და უღრენდა. რომ რამე მომხდარიყო მაინტერესებს მეპატრონე რას იზამდა? და კიდევ , ვისაც ძაღლები გყავთ სასეირნოდ გამოყვანილი, ძაღლებისთვის განკუთვნილ ზოლში ასეირნედ. მე მეშინია უკვე ბავშვის გარეთ გაყვანა, რადგან სავსეა დიდი დიღომი ძაღლებით. ძაღლები მიყვარს , მაგრამ ალიკაპის გარეშე დიდი ძაღლის გამოყვანა არ შეიძლება. ვის უნდა მივმართო ამ საკითხთან დაკავშირებით“, - წერს მოქალაქე.

„ალიკაპი კი არა, საბელის გარეშე დააჯლიგინებენ ძაღლებს და თუ შენიშვნა მიეცი პატრონს, აქეთ ხავის, იმის მაგივრად, რომ ბოდიშს იხდიდეს უპასუხისმგებლობისთვის!“

„ერთ-ერთ სკვერში რომ გავაპროტესტე 2 გერმანული ნაგაზის წოლა სასრიალოებზე, პატრონმა მითხრა თუ არ მოგწონს აღარ მოხვიდე ამ სკვერშიო, ბავშვებით ვიყავი რა თქმა უნდა“.

„არავის დაუწერია პური დაუგდე დააპურე და არაფერს გიზამსო? - წარმოვიდგინე შვილს ეტლით რომ მივასეირნებ და გზა და გზა პურს ვმარცვლავ“.

„სულ მაგას ვწერ და მლანძღავენ თურმე ადამიანებს ჯობია... გასაგებია, მაგრამ ბავშვი რომ შიშით დაავადება, ამაზე პასუხს ვინ გამცემს. ერთხელ ისე შეეშინდა, რომ გონება დაკარგა ბავშვმა აქ დავწერე და აქეთ გავილანძღე ...პარკში სადაც ადამიანები ბავშვები არიან ძაღლების განავლით სავსეა და ამაზე პრეტენზიას თუ გამოთქვა ისევ შენ ხარ დამნაშავე“.

„ძაღლი უნდა გყავდეს ეზოში, სახლში როგორც გინდა მარა სხვას არ უნდა შეუქმნა საფრთხე“.

„მეც მქონდა მსგავსი შემთხვევა აკას კორპუსის სკვერში ალიკაპის და საყელურის გარეშე ყავდა პიტბული პატრონს გამოყვანილი მე ბავშვთან ერთად ვიყავი თორემ მინდოდა მეთქვა რასაც ვფიქრობდი იმ წუთში მაგრამ შემეშინდა მეთქი ჩხუბად არ აღიქვას ძაღლმა და ბავშზე არ გაიწიოს თორემ ვაჩვენებდი თავისას მის პატრონს“

„მაინტერესებს რატომ აპროტესტებენ ალიკაპს? ჩვენც გვიყვარს ძაღლები ხალხო. ხალხმრავალ ადგილებში მაინც რამდენი შემთხვევა უნდა მოხდეს, რომ თავი დაავალდებულოთ ალიკაპით ატაროთ? იმას ხომ არ ვამბობთ, ყველგან ალიკაპით ატარეთო. უბრალოდ ხალხმრავალ ადგილებში გაუკეთეთ. რთულია ამის მიხვედრა?“ - წერენ სოციალურ ქსელში მოქალაქეები.

პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე