რეზონანსი
(23.11.2022)

ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, მამა შალვა კეკელიამ მრევლის მიერ სასულიერო პირებისთვის ნაჩუქარ ძვირად ღირებულ საჩუქრებზე ჟურნალ „სარკესთან" ისაუბრა და თქვა, რომ მას არ ჰქონდა ბინა, და შემდეგ ის მისმა მრევლმა აჩუქა.

"- მე, პირადად, ბინა არ მქონდა და მართლა მრევლმა მაჩუქა. არასდროს არავისთვის არაფერი მითხოვია. მთლიანად ღმერთს ვიყავი მინდობილი. ჩემმა მრევლმა და მეგობარმა, დავით გოგორიშვილმა მაჩუქა ბინა."

დავითი სანამ ამ ბინას მაჩუქებდა, ჩემს მეგობარს, ლევან მერაბიშვილს ოფისი ჰქონდა და იქიდან შემოსავალს იღებდა. რომ გაიგო, სახლი არ მქონდა, დაკეტა ეს ოფისი და დამითმო საცხოვრებლად, სანამ შენი ბინა არ გექნება, ამ სახლში იცხოვრეო. რვა წელიწადი ვიცხოვრე მის ბინაში.

120 ათას დოლარიან მანქანაზე ვერაფერს გეტყვით, თუმცა ჩემთვისაც შემოუთავაზებიათ ძვირად ღირებული მანქანები და უარი მითქვამს, - სხვებს დაეხმარეთ-მეთქი. მე თბილისში ვმსახურობ და ყველგანმავალი მანქანა არ მჭირდებოდა. მერე კი უბრალო მანქანა მაჩუქეს და ამით დავდივარ. მთავარია, გადაადგილების საშუალება მქონდეს. ხალხს არ აქვს საშუალება, რომ როცა ავადმყოფის ზიარება უნდათ, წამიყვანონ და მომიყვანონ, ამიტომაც მჭირდება მანქანა, რომ მრევლთან მივიდე", - აცხადებს მამა შალვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე