რეზონანსი
(22.11.2022)

მამა, შალვა კეკელიამ 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში ტრაგიკულად დაღუპული, მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალებიდან მეორმოცე დღეს იქადაგა და აღნიშნა, რომ "ქართველობა არის მარიტა…"

„დიდებიც კი ვერ შევიდნენ, ვერ გაბედეს წყალში შესვლა. ეს პატარა გოგონა შევიდა მეგობრის გადასარჩენად. როცა მეგობარმა უთხრა, არ შეხვიდეო, მარიტამ უპასუხა, სხვანაირად არ შემიძლიაო. ქრისტიანობისთვის ყველაფერი გააკეთა ამ პატარა გოგონამ…

ქრისტეს არ ეკუთვნოდა ჯვარცმა, სიკვდილი, მაგრამ ჩვენ გამო გაეკრა ჯვარზე. მარიტა წყალში არ უნდა ყოფილიყო, იქ შევიდა იმისთვის, რომ ლაზარე გადაერჩინა. დღეს ლაზარე ღვთისმსახურია. ამ მაგალითზე უნდა იზრდებოდნენ ადამიანები… მე მინდა მის საოცარ მშობლებს, ანას და დავითს მადლობა გადავუხადო, რომ ასეთი შვილი გაუზარდეს ქვეყანა. ეს მშობლები არიან სამაგალითო ყველაფრით, ზრდილობით, პროფესიონალიზმით, წესიერებით, საოცარი სანათესავო ჰყავს მარიტას… ქართველობა არის მარიტა, ქართველობა არის მარიტას ოჯახი…“, - ამბობს მამა შალვა.

13 ოქტომბერს ვაკის პარკში დატრიალებულმა ტრაგედიამ საქართველო შეძრა. 13 წლის მარიტა მეფარიშვილს, რომელიც შადრევანში მეგობრების დასახმარებლად ჩავიდა, დენმა დაარტყა და გარდაიცვალა.

წყარო: digest.pia.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე