რეზონანსი
(22.11.2022)

რამ­დე­ნი­მე დღის წინ გი­ორ­გი ყიფ­ში­ძემ რამ­დე­ნი­მე­წა­მი­ა­ნი ვი­დეო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც შეც­ვლი­ლი იმი­ჯი­თაა. მის ახალ ვი­დე­ოს დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. დიდი ნა­წი­ლი ხაზს უს­ვამ­და იმას, თუ რო­გორ და­იკ­ლო წო­ნა­ში მსა­ხი­ობ­მა.

აღ­ნიშ­ნულს გი­ორ­გი ყიფ­ში­ძე ირო­ნი­უ­ლად გა­მო­ეხ­მა­უ­რა: "ავად ვარ და ვკვდე­ბი, დაკ­მა­ყო­ფილ­და თქვე­ნი ინ­ტე­რე­სი?!"

გი­ორ­გი ყიფ­ში­ძის გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი მსა­ხი­ო­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბით და­ინ­ტე­რეს­დნენ და ამ თე­მა­ზე კი­თხვით, მის შვილს, ნა­ტა­ლი­ას მი­მარ­თეს.

"ამ თე­მა­ზე მე ვერ ვი­სა­უბ­რებ, რად­გან მა­მას პი­რა­დია. ერთი, რაც შე­მიძ­ლია ვთქვა, არის ის, რომ ბოლო სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, რაც მამა ავად გახ­და, სა­ში­ნე­ლი ბუ­ლინ­გია მისი ვი­ზუ­ა­ლის მი­მართ. გთხოვთ ყვე­ლას, თავი შე­ი­კა­ვეთ მისი გა­კი­ცხვის­გან, მით უმე­ტეს, ინ­ფორ­მა­ცია არ გაქვთ“, - და­წე­რა "ინ­სტაგ­რა­მის" სთო­რი­ში ნა­ტა­ლია ყიფ­ში­ძემ.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, გი­ორ­გი ყიფ­ში­ძემ კი­დევ ორი მოკ­ლე ვი­დეო გა­მო­აქ­ვეყ­ნა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, სა­დაც მო­ახ­ლო­ე­ბულ და­ბა­დე­ბის დღე­ზე და წო­ნა­ზე სა­უბ­რობს:

„22 ნო­ემ­ბერს 45 წლის ვხდე­ბი, რა ამ­ბა­ვია... რაც დრო გა­დის, მით უფრო ჩქა­რა იწყებს დრო გას­ვლას. სკო­ლის ასაკ­ში მე­გო­ნა, რომ 18 წლის ვე­რა­სო­დეს გავ­ხდე­ბო­დი. 18-ისაც გავ­ხდი, 25-ის, 35-ის და ახლა 45 წლის ვხდე­ბი. ვხვდე­ბი, რომ ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან ჩქა­რა გა­დის დრო.

ნუ მე­ტყვით ახლა, გახ­დიო, სარ­კე­ში ჩა­ი­ხე­დეთ, მინ­და, გავ­ხდე­ბი და მინ­და გავ­სუქ­დე­ბი, მშვე­ნივ­რად ვგრძნობ თავს... ეს იდი­ო­ტე­ბის­თვის ვთქვი", - ამ­ბობს მსა­ხი­ო­ბი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე